ისეთი სამუშაო მაქვს თითქმის ყოველდღე ოთხ-ხუთ საათს ვატარებ კომპიუტერთან. ამის გამო მხედველობა ნელ-ნელა გამიფუჭდა, თავად განსაჯეთ- ორი წლის განმავლობაში ორჯერ დამჭირდა სათვალის გამოცვლა. მეგობარმა მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტი მასწავლა, ეს დასალევი საშუალება იყო, ეჭვი შემეპარა რომ მიშველიდა ,რადგან მეგონა თვალების მკურნალობა მხოლოდ წამლის ჩაწვეთებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მაინც ვცადე და ფაქტია რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში სათვალე არ გამომიცვლია.
ამ წამლის რეცეპტს თქვენც შემოგთავაზებთ: 1 სუფრის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი და ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 25 30 წუთი, შემდეგ გადმოდგით ქურიდან გააციეთ გაწურეთ დაუმატეთ იმდენი ცხელი წყალი რომ 200 მლ-მდე შეივსოს და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 3- 4-ჯერ ჭამამდე.
იცოდეთ რომ ეს ნახარში საკმაოდ ძლიერ მოქმედია ამიტომ ნუ დალევთ ზომაზე მეტს თორემ შესაძლოა წნევა დაგიყვარდეთ. Იცოდეთ რომ მხედველობის შენარჩუნება არც ისე ძნელია, თვალისჩინი ღრმა სიბერემდე რომ შეგრჩეთ ასაკში შესვლისას აუცილებელია სწორი კვება.
რაციონში უნდა ჭარბობდეს ხილი და ბოსტნეული ხაჭო და რძის სხვა ნაწარმი, გარდა ამისა თვალებს ყოველ დილით ვიბან ცივი წყლით რომელშიც ცოტაოდენ მარილს ვყრი. ნახევარ ჩაის კოვზს ერთ ჭიქაზე.
გაითვალისწინეთ თვალის ჩინზე ზრუნვა იმ დროს უნდა დაიწყოთ როდესაც არაფერს უჩივით თორემ უკვე შერყეული მხედველობი აღდგენა ძალიან ძნელია. Აქვე გასწავლით მეთოდს რომლის მეშვეობითაც კატარაქტის შეჩერებას შეძლებს და გაიუმჯობესებთ მხედველობას. აიღეთ ერთი ცალი მოზრდილი ქათმის კვერცხი და კარგად მოხარშეთ.
გაფცქვენით, თავი მოაჭერით გული Ამოუღეთ ცილა კი პატარა ჭიქაში Ჩადეთ და თაფლით ამოავსეთ .დატოვეთ ერთი ღამით. დილით თაფლის ნაცვლად კი თხელი სითხე დაგხვდებათ, რომელიც კარგად უნდა გაწურეთ და ჩაიწვეთეთ თვალში დღეში ორი-სამი ჯერ.
ჩაწვეთების შემდეგ თვალები კარგად ამოძრავეთ რათა წამალი თანაბრად გადანაწილდეს. თავი 2 წუთით უკან გადაწეული გეჭიროთ. მკურნალობის კურსი 20- 25 დღეა შეგიძლიათ გაიმეოროთ წელიწადში ერთხელ
Discussion about this post