სტაფილოს წვენი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით თანამედროვე ცხოვრების პირობებში, როდესაც ცოტაა ფიზიკური აქტივობა და ადამიანის ცხოვრება სავსეა სხვადასხვა სტრესული სიტუაციებით. სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს არ შეუძლია სისტემატიურად ივარჯიშოს, იყოს ფორმაში, ამიტომ სწორი კვება, ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.
წარმოგიდგენთ სტაფილოს წვენის 8 სასარგებლო თვისებას თქვენი ჯანმრთელობისათვის.

1. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მადას
2. სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას
ის შეიცავს ბეტა-კაროტინს და ლუტეინს, რომლის ნაერთი დიდი რაოდენობითაა თვალის ბადურაში. ამიტომ იგი აუმჯობესებს ღამის მხედველობას.
3. სტაფილოს წვენს შეუძლია სიმსივნის დაავადებათა პრევენცია
სტაფილოს წვენი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს კაროტინოიდებს. მათ შეუძლიათ შეამცირონ პოსტენოპაუზური სარძევე ჯირკვლების კიბოს დაავადების რისკები. გარდა ამისა სტაფილოს წვენი სასარგებლოა ხორხის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატიტის, საშვილოსნოს ყელისა და შარდის ბუშტის კიბოს წინააღმდეგ.

4. სისხლში შაქრის შემცველობის რეგულირება
5. ყველაფერთან ერთად აჯანსაღებს ფილტვებს
სტაფილოს წვენი ხელს უწყობს ფილტვების ჯანმრთელობას, რადგან იგი სასუნთ სისტემას სხვადასხვა ინფექციებისაგან იცავს. აგრეთვე, ებრძვის სიგარეტის მოწევის უარყოფით შედეგებს.
6. სასარგებლოა კანისთვის
„ა“ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კანის, თმისა და ფრჩხილების დაზიანებას და გამოიშრობას. შესაბამისად ამ ვიტამინით მდიდარი სტაფილოს წვენი მისწრებაა თქვენთვის.

7. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციის
დღეში 2 ან 3 ჭიქა სტაფილოს წვენის მიღება ყოველ დღე ეხმარება ღვიძლის დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს საერთო მომნელებელ სისტემას და ღვიძლს.
8. სასარგებლოა ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის
Discussion about this post