პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის კიდევ ერთი ეპიზოდის -Fast and Furious 9 (“ფორსაჟი 9”) გადაღება საქართველოში მიმდინარეობს. გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება.
ფილმში მონაწილეობას იღებს ეთო მდინარაძე იღებს. ის პროფესიით ჟურნალისტია. ეთო დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მასთან გაფორმებული კონტრაქტი ამის უფლებას არ იძლევა.
ეთო მდინარაძე ჟურნალ გზასთან ჰყვება, რომ მისმა მეგობარმა ლელა დალაქიშვილმა მისი ფოტოები დაუკითხავად გადააგზავნა. ჰოლივუდიდან მოვიდა პასუხი და ის ფილმზე დაამტკიცეს.
არანაირი ამბიცია, პრეტენზია და ფიქრიც კი არ მაქვს იმაზე,რომ დავიპყრო ჰოლივუდი 🙂 🙂 ჟურნალისტებს უყვართ ხმაურიანი სათაურები… 🙂 🙂 🙂 მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ფილმი, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და ამ ფილმის გამოსვლას უამრავი ადამიანი ელოდება…მე მიწევს მონაწილეობის მიღება…მემგონი სასიხარულოა……იქედან გამომდინარე ,რომ ჩვენს ქვეყანაში არც ისე სახარბიელო ეკონომიური მდგომარეობაა,ამ პროექტმა უამრავი,უამრავი…… ადამიანი დაასაქმა!!!! თუ ვინმე არ მოხვდა….ნუ გაბოროტდებით და სხვისი სიხარული გიხაროდეთ!!!! საოცარი გარემოა,პროფესინალებით დაკომპლექტებული ჯგუფი,საოცარი სანახაობა გადაღების დროს,ეფექტები,ადამინების გარემოცვა,რომლებიც შენს გვერდით დგანან და არ გაკლებენ ყურადღებას და სითბოს…..დიდი მადლობა ჰოლივუდის გადამღებ ჯგუფს,მადლობა ჩვენ ქართველ წარმომადგენლებს,უნიჭიერეს და ულამაზეს ახალგაზრდებს,დიდი მადლობა ყველა იქ მყოფ ადამიანს….!!!!! ფილმში, უამრავი ჩემი მეგობარი მსახიობი და არამსახიობი ქალბატონი და მამაკაცი მონაწილეობს,უბრალოდ რამოდენიმე ადამიანს უფრო მეტად გაგვიმართლა რაღაცაში… 🙂 🙂 🙂 მე ცოტაც მიხარია და მწყინს… დიდი მადლობა ყველას ვინც იზიარებთ ჩემს სიხარულს…..!!!!!! დანარჩენებს…“ – წერს ეთო მდინარაძე ფეისბუქის გვერდზე.
Discussion about this post