გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა აპლიკანტმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მას საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას სიყვარული აუხსნეს. ნინო დალაქიშვილი ამბობს, რომ ყველაზე უცნაური ისაა, რომ ბიჭს არ იცნობს და პირველად მხოლოდ საგამოცდო სექტორში ნახა.
“გამოცდის დროს ჩემმა მუცელმა რაღაცნაირი ხმა გამოსცა. ჩემს გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა კი მკითხა მშიერი ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე, რომ ძალიან მშიოდა, მან კი მითხრა, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი და გამოცდის შემდეგ აუცილებლად კაფეში დამპატიჟებდა. ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა და თუ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩავაბარე და გამოცდებში ჩავიჭერი მომავალი საქმროს გაცნობა ხომ მაინც ნებისმიერი შემთხვევასი შემრჩება“,- ამბობს ნინო დალაქიშვილი.
Discussion about this post