მომღერალი ოთო ნემსაძე, რომელიც ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარსდგა კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.
მომღერალმა კონკურისის შემდეგ საზოგადოებას მიმართა და ბოდიში მოიხადა.
“მინდა პირველ რიგში ბოდიში მოგიხადოთ იმიტომ, რომ ოთო ნემსაძემ ვერ შეძლო უბრალოდ ფინალში გადასვლა თუმცა ვთვლი, რომ ალბათ ძალიან ღირსეული იყო ჩვენი ქვეყანა მთელი ეს მარათონი და მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თქვენ ყველას ვიცი, რომ ყველა იჯექით ტელეფონებით ხელში ყველანი იჯექით ანთებული გულებით და დავამატებ ერთს თუ ეს არის მუსიკის მომავალი მაშინ საქართველოს სხვა პლანეტაა დიდი მადლობა თქვენ ყველას”, – ამბობს მომღერალი.
Discussion about this post