ამ პროცედურების შემდეგ, ყველა ჩემმა მეგობარმა მთხოვა რეცეპტი. მე აღფრთოვანებული ვარ შედეგებით! გირჩევთ თქვენც მოსინჯოთ.
ქალის კანი ძალიან მგრძნობიარე და თხელია, ამიტომ მას სპეციალური მოვლა სჭირდება. ისეთი ფაქტორები როგორიც არის: ძლიერი ქარი, მზის ზემოქმედება, საპნისა და სადეზინფექციო სითხეები, ქიმიური ნივთირებები და ასე შემდეგ, შეუძლია დააზიანოს კანი. თქვენი კანის სიჯანსაღისთვის ჩვენ გთავაზობთ პროცედურას, რომელიც სამ ეტაპად იყოფა: მომზადება, აქერცვლა და დატენიანება.
პირველი ეტაპი
შეურიეთ ერთი სუფრის კოვზ მარილს სამი წვეთი ჩაის ხის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. წაისვით ნარევი ხელებზე და ნაზად შეიზილეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ გააკეთეთ ნიღაბი კვერცხის გულით. მოათავსეთ კვერცხი გული თასში და შეურიეთ 1/2 ჩაის კოვზის ახლად გამოწურული ლიმონი და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ და ხელებზე ისვით 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ნახავთ შედეგს. ამ პროცედურების ჩატარება სასურველია საღამოს საათებში.
მეორე ვარიანტი
ეს მშვენიერი რეცეპტი თქვენს კანს ხელს შეუწყობს აღდგენაში, ელასტიურობასა და სიმკვრივეში. მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის ან ფორთხოლის წვენი თასში და დაამატეთ სამი წვეთი გრეიფრუტის წვენი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა და ცოტაოდენი დარიჩინი ან კაკაოს ფხვნილი. კარგად აურიეთ და შემდეგ ნარევი წაისვით 10-15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მესამე ეტაპი
აიღეთ 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ცედრი, 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა, 1 გახეხილი კოჭას ფესვი და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ და წაისვით ნარევი ხელებზე, შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით 3-4 წუთის განმავლობაში.
ეს მკურნალობა ეფექტურად ხსნის ასაკობრივ ლაქებს, მშრალ კანს და ტოვებს მოწესრიგებულ შეხედულებას. მსგავსი პროცედურების ჩატარება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ.
Discussion about this post