მინიატურული გოგონები – მშვენიერები არიან (მაღლების საწყენად არ არის ნათქვამი). გავიხსენოთ კაილი მინოუგი (155 სმ), სალმა ჰაიეკი (157 სმ), შაკირა (150 სმ), დები ოლსონები (155 სმ), მადონა (158 სმ) და ბევრი სხვა ვარსკვლავი, რომლებიც “პატარები” არიან, მაგრამ ყველაზე მეტად “ანათებენ”.
სიდაბლე პრობლემა არ არის, მაგრამ ისიც ხდება, რომ დროდადრო დაბალ გოგობებსაც უნდათ, რომ ცოტა მაღლები გამოჩნდნენ, თუნდაც მხოლოდ ვიზუალურად. როგორ უნდა შეარჩიონ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომ იმაზე მაღლები გამოჩდნენ, ვიდრე სინამდვილეშ არიან (ფეხსაცმლის ქუსლები არ ითვლება)?
ტანზე მომდგარი ტანსაცმელი – დიახ. ტომარისებური სამოსი – არა
მოცულობითი სამოსი ამძიმებს სილუეტს და ამცირებს სიმაღლეს.
მუქი ფერი – დიახ. შავი ფერი – არა
შავი ფერის ტარება არ არის რეკომენდირებული დაბალი გოგონებისთვის: ის ამცირებს სხეულის ზომას და არა მარტო სიგანეში. თუმცა, შეიძლება სხვა მუქი ფერების შერჩევა. მაგ., ყავისფერი, ბორდოსფერი, იისფერი, ნაცრისფერი.
ერთტონიანი შეხამება – დიახ. კონტრასტული შეხამება – არა
დაბალმა გოგონებმა მონოქრომული სამოსი უნდა ატარინ (ახლოს მდგარი ტონები). კონტრასტული ფერები სხეულს ნაწილებად ყოფს, რაც გოგონას დაბალი სიმაღლეს, თვალშისაცემი ხდება.
აღალი წელი – დიახ. დაბალი წელი – არა
სამოსი მაღალ წელზე, ფეხებს აგრძელებს და სიმაღლეს ზრდის. ხოლო დაბალი წელო, პირიქით – ადაბლებს.
კაბა-ფუტლიარი – დიახ. კაბა-ბალახონი – არა
კაბა-ფუტლიარი იდეალური ვარიანტია დაბალი გოგონასთვის. ის იდეალურად ჯდება მის ფიგურაზე და სიმაღლეში ზრდის.
ქვედაბოლო მუხლს ზევით – დიახ. ქვედაბოლო-მიდი – არა
საუკეთესი ვარიანტი დაბალი გოგონებისთვის არის ქვედაბოლოები და კაბები, სიგრძით – მუხლს ზევით. ასეთი სიგრძის სამოსით, ნებისმიერი სიმაღლის ფეხსაცმლის ჩაცმა შეიძლება. მიდი კი, მხოლოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უნდა ჩაიცვან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია რისკი, იმისა რომ გოგონა გნომების პრინცესას დაემსგავსოს.
კლასიკური სწორი შარვალი – დიახ. მოკლე და განიერი შარვალი – არა
ვიზუალურად, ადამიანს ამაღლებს კლასიკური შარვალი, საშუალო სიგანით. დაბალმა გოგონებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვან კაპრები, ბერმუდები ან ნებისმიერი სხვა სტილის შემოკლებული შარვლები. იგივე შეიძლება ითქვას ჯინსის შარვლებზე. ჯინსის შარვალი განიერი ტოტებით, მათი სტილი არ არის.
მოკლე ტოპი – დიახ. ტუნიკა – არა
არც ტუნიკა არის დაბალი გოგონას სტილი. უმჯობესია თუ ბლუზს წელამდე ან კროპ-ტოპებს ატარებენ.
მოკლე პიჯაკი და ჟილეტი – დიახ. გრძელი პიჯაკი და ჟილეტი – არა
მინიატურულმა გოგონებმა, ასევე უნდა ჩაიცვან მინიატურული პიჯაკები და კარდიგანები: მათი სიგრძე არ უნდა ჩამოდიოდეს წელის ქვევით. ასევე არ უნდა ჩაიცვან გრძელი ჟილეტები.
პალტო მუხლებამდა – დიახ. გრძელი პალტო – არა
გვიან შემოდგომაზე და ადრეულ გაზაფხულზე, უნდა ატარონ პალტოები მუხლამდე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვან გრძელი სტილი.
წვრილი ქამარი – დიახ. განიერი ქამარი – არა
წვრილი ქამარი წელს გამოყოფს და სიმაღლეს ზრდის, ხოლო განიერი ქამარი, პირიქით – უკუეფექტს იქვევს.
ფეხსაცმელი თასმის გარეშე – დიახ. ფეხსაცმელი შესაკრავით – არა
ყველაზე შესაფერისი ფეხსაცმელი – ე. წ. ნავია. სასურველია, რომ ის ხორცისფერი იყოს. ასეთი ფეხსაცმელი მხოლოდ ფეხებს კი არ აგრძელებს, არამედ ყველა სახის სამოსისთვის არის შესაფერისი. გარდა ამისა, არ არის სასურველი დიდი და მასიური ან თასმიანი ფეხსაცმელების შეძენა, ეს უკანასკნელი ფეხს «ჭრის» და ამოკლებს.
პატარა ჩანთა – დიახ. დიდი ჩანთა – არა
მინიატურულმა გოგონებმა ისეთივე მინიატურული ჩანთებუ უნდა ატარონ, როგორების თვითონ არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩანთა გადაფარავს და უცნაური შესახედავები იქნებიან.
Discussion about this post