თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 51-ე სკოლის მოსწავლე, 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილი 37 წლის დიმიტრი როსტომაშვილმა დაჭრა.
არასრულწლოვანს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული ის, ღუდუშაურის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებასი იმყოფება.
თვითმხილველების თქმით, დაჭრილი ბიჭი სკვერში ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მისმა ძაღლმა მეორეს უკბინა რის შემდეგად პატრონებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. არასრულწლოვანმა სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯვარი მქონდა დაკარგული და მის საძებნელად ქუჩაში გამოსვლისას კი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
Discussion about this post