ფოტო: ნეტგაზეთი / netgazeti
თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-ს ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და დასკვნითი ღონისძიება: ღირსების მარში ჩაატარეს. მათ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.
აქტივისტებმა მსვლელობა შსს-ს შენობის ირგვლივ გამართეს და გახარიას გადადგომა მოითხოვეს. აქტივისტები ამბობენ, რომ შსს ვერ უზრუნველყოფს ლგბტ თემის უსაფრთხოებას და ვერ აძლევს მათ უსაფრთხოების გარანტიებს, მაშინ როდესაც ფაშისტურ, ძალადობრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობს. ღირსების მარში “თბილისი პრაიდის” დასკვნითი ღონისძიება იყო. ორგანიზატორებმა ის რამდენჯერმე გადადეს, თუმცა საბოლოო ადგილად შსს აირჩიეს. აქტივისტები განმარტავენ, რომ შსს უნდა იყოს ის უწყება, რომელიც უპირველესად ადამიანების უფლებებზეა მორგებული.
🌈 ლგბტ აქტივისტებმა შსს-თან “ღირსების მარში” გამართეს 👉 გაიგეთ მეტი – https://netgazeti.ge/news/379097/
Gepostet von netgazeti.ge am Montag, 8. Juli 2019
Discussion about this post