ეს საინტერესო მოვლენა სამხრეთ კორეის მფლობელობაში მყოფ კუნძულ ჩინდოსთან ხდება. ზაფხილის პერიოდში ორ კუნძულს შორის წყალი დაახლოებით 2,8 კმ-ის მანძილზე ორად იყო. ბილიკის სიგანე კი თითქმის 40 მეტრს შეადგენს.
მეცნიერებმა ზუსტად ვერ დაადგინეს რეალურად რა განაპირობებს ამ უცნაურ მოვლენას, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს მიქცევა-მოქცევით არის გამოწვეული. კუნძულ ჩინდოზე, იმ დროს როდესაც წყლის მსგავსად გაყოფა ხდება ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის.
პირველად ამ ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა 1975 წელს და ის პირველად სამხრეთ კორეაში საფრანგეთის ელჩმა აღწერა. მაშინ ის განმარტავდა, რომ ამ ბილიკით კონტინენტიდან კუნძულამდე მისვლასც კი შეიძლებოდა.
თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ადგილობრივები ამ მოვლენას სრულიად სხვაგვარად ხსნიათ. იქაური ლეგენდის თანახმად პატიმარი სონ დონ ჟინი გადაასახლეს ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. კუნძულზე მიმავალი გემი ქარიშხლის გამო ჩაიძირა. პატიმარი რამდენიმე ადამიანთან ერთად კატასდროფას გადაურჩა, მათ ახლომდებარე კუნძულ ჩონდომდე მიაღწიეს და იქ დასახლდნენ.
კუნძულზე დასახლებულებმა იქ საკუთარი დინასტიაც კი შექმნეს. ეს დინასტია 200 წლის განმავლობაში ებრძოდა იქ ბინადარ ვეხვებს. საბოლოოდ მათ სხვა კუნძულზე გადასვლა გადაწყვიტეს, თუმცა წასვლისას ერთი მოხუცი ქალის წაყვანა დაავიწყდათ.
ლეგენდის თანახმად მარტო დარჩენილი ქალი დრაკოს ევედრებოდა, რომ ზღვაში გზა გახსნილიყო და თავის ნათესავებამდე მიეღწია. კორეელების რწმენიც დრაკონმაც ლოცვა შეისმინა, წყალში გზა გაუხსნა და ქალმაც ნათესავებამდე მიღწევა შეძლო.
ლეგენდასთან დაკავშირებით კუნძულზე მუდმივად იმართება რიტუალი და მოხუცისა და ვეხვის ძეგებიც კი აღმართეს.
რაც შეეხება ბოლის, რეალურად ის წელიწადში ორჯერ, მხოლოდ 2-2 საათი იხსნება და ყველა გამსვლელი ცდილობს ამ დროში კუნძულამდე მიღწევა შეძლოს. იმ შემთხვევაში თუ ვინმე ამას ვერ მოახერხებს, მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, რომლებიც ასეთ ადამიანებს დახმარებას უწევენ.
Discussion about this post