ანგელოზები მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავენ ადამიანებს. ისინი ცდილობენ დაგვიცვან ბოროტებისა უსამართლობისაგან.
თუ კი რაიმე მიზეზით ადამიანი სწორ გზას აცდა, ანგელოზები მას სწორ გზაზე დააბრუნებენ. ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის გრძნობს ანგელოზების სიახლოვეს, დაცვასა და ყურადღებას. ხოლო ზოგიერთი თავს მიტოვებულად გრძნობს, თითქოს ანგელოზი არ არის მათ სიახლოვეს.
ადამიანის ცხოვრევბაში ანგელოზის არსებობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვარსკვლავის ქვეშ დაიბადა იგი.
ქვევით ჩამოთვლილი 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის გრძნობენ ანგელოზის სითბოსა და მის მხარდაჭერას.
ქალწული- ყოველთვის დარწმუნებულია, რომ მის გეგმებსა და იდეებს მხარს უჭერს თავად სამყარო. ეს რა თქმა უნდა, სიმართლე გახლავთ. მის ცხოვრებას უძღვება ანგელოზი, რომელიც ეხმარება მიზნების მიღწევაში. ქალწულს ცხოვრებისეული გამოცდები აქვს.
კურო – ყოველდღე გრძნობს ანგელოზურ ზრუნვას. ანგელოზს სიხარული მოაქვს კუროს ცხოვრებაში. კუროს ნამდვილად ეტყობა, რომ ანგელოზუ იცავს, რადგან მას განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა და გამძლეობა აქვს.
ლომი – ლომის ნათელ და დატვირთულ ცხოვრებაში, ასევე არის ადგილი ანგელოზებისათვის. ანგელოზები ეხმარებიან ლომებს საკუთარი თავის ძიებასა და პროფესიის სწორ არჩევაში. ხოლო თავად ლომები ამ ყველაფერს ბუნებრივად ან პირად დამსახურებად იღებენ.
ტყუპები – ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ტყუპების გვერდით არა ერთი, არამედ რამოდენიმე ანგელოზია. სამწუხაროდ, კი აქვთ ტყუპებს ბევრი წარუმატებლობა ცხოვრებაში, თუმცა ამ ყველაფერს მარტივად უმკლავდება. მათი ცხოვრება აქტიურია, არ უყვართ მოწყენილობა და იციან როფორ იხალისონ წვრილმანებით. ანგელოზი ტყუპებს ყოველდღიურად უხალისებს ცხოვრებას.
Discussion about this post