2 წლის ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში მორიგ გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერზე კახი კალაძეზე წერს:
„ვიცი ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო უბრალოდ გული გამისკდება… ყოველ დღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის ( თუმცა, რა თქმა უნდა, რა თანხით დახმარებაზეა საუბარი არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი) ყველაზე გულის ამაჩუყებელი ჩემთვის იცით რა იყო? არა თანხით დახმარება, არამედ თურმე ბატონი კახი ყოველ დღე კითხულობდა როგორ არის ის პატარა გოგოო.
დღეს მომწერეს, რომ საკუთარი ფინანსებით 30.000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს. როდესაც კალკულაცია მექნება, მერია მზადყოფნას აცხადებს დახმარებისთვის. მსგავსი ტიპის შეტყობინება შემომივიდა დღეს. ეს დღეები იმდენი ემოცია აირია ჩემს თავში, უკვე აზრების დალაგება მიჭირს. ის, რაც არასდროს არ გამომივა პირფერობაა და ვინც მე მიცნობს, კარგად იციან ეს! ისიც იციან რამხელა სიმპატიით ვიყავი ჩვენი მერის მიმართ განწყობილი. ალბათ გული მიგრძნობდა
Discussion about this post