ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დღეს თურქეთში, ზღვაში დაიხრჩო, ჩხოროწყუელი ლაშა მალანიაა. ის საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებოდა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გახლდათ. 25 წლის მამაკაცს, მცირეწლოვანი და, დედა და ძმა დარჩა, რომლებიც ჩხოროწყუში, სოფელ კირცხში ცხოვრობენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკონსულოში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. უწყების ცნობითვე, ამჟამად ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და შესაბამისი ექპსერტიზა უტარდება.
“საკონსულოს ხაზზეა ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართლადამცავებთან. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება” – განგვიცხადეს საგარეო უწყებაში.
Discussion about this post