ვლადიმირ ზელენსკი 1978 წლის 25 იანვარს დაიბადა ქალაქ კრივოი როგში, აქვე მიიღო იურიდიული განათლებაც, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. 1996 წლიდან მონაწილეობდა რუსულ იუმორისტულ შოუში „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“. ზელენსკიმ 2003 წელს გადაინაცვალა უკრაინულ ტელეარხზე „1+1“. 2005 წელს ჩამოაყალიბა იუმორისტული სტუდია „95-ე კვარტალი“, რომელიც მრავალი წარმატებული რეიტინგული შოუს ავტორია. 2015 წელს სატელევიზიო სერიალის „ხალხის მსახურის „პრემიერა შედგა. შოუში ზელენსკი მასწავლებლის როლს ასრულებს, რომელიც უეცრად ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. 2018 წელს ზელენსკიმ, ამავე, სახელწოდების პარტია დააარსა.
ვლადიმერ ზელენსკიმ მომავალი მეუღლე კრივოროჟსკის ეკონომიკური ინსტიტუტის პირველ კურსზე გაიცნო. ვლადიმერ და ელენა ზელენსკებმა 2003 წელს იქორწინეს. 2004 წელს წყვილს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრა დაარქვეს. მეორე შვილი- კირილი კი ზელენსკებს 2013 წელს გაუჩნდათ.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ , ვლადიმირ ზელენსკიმ 2018 წლის 31 დეკემბერს „1+1-ის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
Discussion about this post