ცნობილი მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილის პოპულარობამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა. მის მიერ შესრულებულმა როლმა სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” გიორგი ბოჭორიშვილის პოპულარობა ერთი ორად გაზარდა. გიორგი წარსულში მსახიობ ეკა დემეტრაძეზე იყო დაქორწინებული, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა.
გიორგიმ და თაკო ვალიშვილმა ორი წლის წინ იქორწინეს. მათ ერთი შვილი ჰყავთ. თაკო პროფესიით არქიტექტორია, ის ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში 25%-იან წილს ფლობს. სკანდალში ის პირველად მაშინ გაეხვა, როცა სოცქსელებში მისი და ირაკლი ალასანიას ვიდეორგოლი გამოჩნდა. წყვილი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს. ისინი ფეშენებელური სასტუმროს ადმინისტრატორთან ბედნიერი სახეებით დგანან და ნომერს იღებენ. როგორც იმ დროს პრესაში წერდნენ, თავდაცვის მინისტრმა მაშინ საყვარელ ქალს ბრიუსელიდან ჩააკითხა.
Discussion about this post