მსახიობი ქეთი ჩხიქკვაძე გადაცემაში “სხვა შუა რამე” სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებზე” საუბრობს. მსახიობი იხსენებს თუ როგორ მოხვდა სერიალში.”მე და ეკა მჟავანაძე ვზივართ საგრიმიოროში და ერთ-ერთ სპექტაკლში ერთად ვართ, მან ცოტა ალმაცერდ გადმომხედა, მის ხელშია საქართველოსი მსახიობების შერჩევა. მითხრა, რომ როლი არ არისო, მაგრამ მგონია უნდა გამოვიდეს ერთი პატარა ეპიზოდია, სოფლიდან ნათესავი ჩამოდის და ახლა არ დაიწყო მეტი საქმე არ მაქვსო. მივედი გადაღებაზე, მე მეგონა, რომ რადგან ეკამ მიმიყვანა მეტყოდნენ რა კარგია რომ მოხვედით და ასე შემდეგ. ვზივარ ასე და არავინ მაქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ არავინ არ იცის მე ვინ ვარ.
ზის ლიფონავა და რაღაცას კითხულობს. მე ცოტა გავბრაზდი, მაგრამ არ შევიმჩნიე, ლიფონავამ მითხრა, რომ აი, ეს ტექსტია თქვენთვის, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი არ ითამაშოთო. დავიძბაბე ძალიან , რაღაც გავაკეთე, იმის 30 პროცენტი რაც შემეძლო, მერე მოვუმატე. ასე დაიწყო ეს ყველაფერი. ერთ-ერთი პირველი სცენა, სადაც მე ვეღარ შევძელი თავის შეკავება და ვიფიქრე, რაც იქნება, იქნება-თქო. გამიმართლა პარტნიორებში.
მსახიობმა, ლელა წურწუმიას თხოვნით ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა, რაზეც გადაცემის წამყვანებმა სიცილი ვერ შეიკავეს.
“ქვასანაყის ეპიზოდი არის ბოზი თამუნა რომ ტელევიზორში გამოდის და გულახდილად ამბობს, მე ვარ ამ საქმით დაკავებული, ამ დროს მთელი სოფელი მყავს მოყვანილი, ჩემი თამუნა ტელევიზორში უნდა გამოჩნდეს არიქა მოდით-მეთქი. როცა შევედი ბევრი ვიცინე ძალიან კარგად იყო გაკეთებული სცენა, ისე იყო სკამები ჩალაგებული და იქ მსხდომი მსახიობები დავინახე ძალიან არგი იყო, მე ამათ წინ ვზივარ, ვემზადები ჩემი თამუნას საყურებლად. მაშინ გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელს ვთხოვე, ვიცი ძაან უნდა გავმწარდე და რაღაცა მომეცი, უნდა დავარტყა-მეთქი. არაფერი არ არი, საიდან უნდა მოვიტანოთო. აი, ქვასანაყი იქნება და მომეცი თქო, სხვა ვერაფერი რომ ვერ გავაკეთე იმაში ჩავარტყი და ჩავარტყი” – განაცხადა მსახიობმა.
სხვა შუაღამე – ლელა, აჩიკო, ნანკა და ნიკა🤝ვსაუბრობთ იღბალზე 🤗
Gepostet von სხვა შუაღამე • Skhva shuaghame am Mittwoch, 12. Juni 2019
Discussion about this post