ტრაგედია შატილში – ავარიის შედეგად გარდაცვლილი 17-ივე მგზავრი ამოცნობილია. გარდაცვლილთა ოჯახის ახლობლები პასუხისმგებლობას კომპანია Traveler-ს აკისრებენ და ამბობენ, რომ ცუდ ამინდში ტური უნდა გადაედოთ.
„რა თქმა უნდა, კომპანიას პასუხიმგებლობას ვაკისრებთ, ასეთ ამინდში ტური უნდა გადადებულიყო. ვეხვეწებოდი მამაჩემს, არ წახვიდე მეთქი, მაგრამ მაინც წავიდა. მამაჩემი ტურის მგზავრი იყო თავის ექვს თანამშრომელთან ერთად“, – აღნიშნა შატილის ავარიისას დაღუპული მამაკაცის შვილმა.
Discussion about this post