„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ქალმა სასამართლოში განაცხადა, რომ ქმარს მისთვის არასოდეს უყვირია, ყოველთვის ძალიან თბილად ექცეოდა, ანებივრებდა საჩუქრებით და სახლის საქმეებშიც ეხმარებოდა.
ამის მიუხედავად, ქალი ამტკიცებს, რომ მისი ცხოვრება „ჯოჯოხეთს ჰგავს“, კაცის მიერ გამჟღავნებული დიდი სიყვარული გადაჭარბებულია და ამიტომ გადაწყვიტა, დაშორდეს.
„მახრჩობს მისი გადაჭარბებული სიყვარული, ის აბსოლიტურად ყველაფერში მეხმარება, გინდ ვთხოვო და გინდ არა… ნორმალური ჩხუბი და გინება სანატრელი გამიხდა…“ – აღნიშნა უკმაყოფილო ცოლმა.
ქმარს დეპრესია დაეწყო და სასამართლოს სთხოვს, რომ ცოლის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილონ. კაცი ერთ შანს კიდევ ითხოვს. უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. შემთხვევა არაბეთში მოხდა…
Discussion about this post