16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მას შემდეგ გართულდა, რაც გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს ამბროლაურიდან ქუთაისის საავადმყოფოში, გარდაიცვალა. 16 წლის მოსწავლეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდნენ. ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო.
გარდაცვლილის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა უმძიმესი იყო. “ვერ გიშველა დედის ლოცვამ დე. ვერ გადაგარჩინე დე. დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები დე. ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა შვილო – ვიარო იმ გზაზე, რომელიც შენთან მომიყვანს. აქ ვერა, მაგრამ… მანდ მაინც ვიყო შენთან, გზა შემიმოკლე დედიკო გთხოვ…
ახლა რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო, რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს, რაც შენთან მაკავშირებს… რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს სადაც ერთად გვივლია. უერთმანეთოდ ხომ ვერ ვძლებდით დედუკა, ჩემო კეთილშობილო, მოსიყვარულე, მზრუნველოო, უწყინარო შვილო წამიყვან… ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს ისეთი ყვირილი, მაგრამ დავმუნჯდი, ვიხრჩობი დე…” – წერს გარდაცვლილი მოსწავლის დედა ბელა ჯმუხაძე.
16 წლის მოზარდი რაჭიდან ქუთაისში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო.
გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც ბიჭის მდგომარეობის გართულება გამოიწვია. საბოლოოდ, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა. მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს. რეგულირების სააგენტომ პირველადი მოკვლევით გამოავლინა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას “გარკვეული ხარვეზები ჰქონდა”.
შეგახსენებთ, რომ 40 დღის წინ ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით , საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს . ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას , რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს , თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი , რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა !!! მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დაჭირდა ადგილზე მისვლას … ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული …
მანქანა შაორთან გაფუჭდა , აპარატიც გაითიშა , ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე , თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა …ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს , თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს…
Discussion about this post