ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მწერლის ანა ლაშხელი ონიანის პოსტი გავრცელდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის, შინდისის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეძღვნება.
“გმირებს დედებიც ვერ უწუნებენ სიკვდილს…
შეხვდებოდი, მოგესამლმებოდა და აუცილებლად გაგიღიმებდა. ძალიან უყვარდა ღიმილი. ასეთი იყო. სუფთა და კეთილი. ერთ დღეს ჩემი სახლის წინ აიარა. ჩვენი ძაღლი ღობეს მივარდა ყეფითი და უცებ ორ ფიცარს შორის გაიხლართა. საცოდავად წკმუტუნებდა. მშველელს ელოდა და თვალები ეზოსკენ ებრიცებოდა. ჭიშკარი შემოაღო, ძაღლს ფერებით მიუახლოვდა და ღობიდან ფრთხილად ჩამოხსნა. ჩვენი ბეკიც მორიდებული გახდა უცებ. ალბათ შერცხვა ცოტა ხნის წინ გამწარებული რომ უყეფდა და ღობეს რომ გადავლებოდა, ვინ იცის, იქნებ დაეკბინა კიდეც გამვლელი ბიჭი.- ფეხი აქვს ნატკენი. უნდა შევუხვიოთო.გამომატანინა ათასი წვრილმანი სახლიდან. ფეხზე რაღაც ბინტები შემოახვია ბოლოს და გაუშვა. ძაღლი უკვე ენით ლოკავდა მის ხელებს. დაუმეგობრდა. მეორე დღესაც მოაკითხა და ამბავი გაიგო. სკოლაში რომ მივდიოდი სულ მეკითხებოდა, ხომ გაიარაო. ბეკი კარგად იყო. რა თქმა უნდა ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებოდა, მაგრამ ისე ზრუნავდა მასზე, ადამიანებზე რომ ვერ შეძლებს ზოგი. მას შემდეგ ბეკის მისთვის არასოდეს შეუყეფია.
ერთხელ მთაში ვიყავით ახალგაზრდები. დავიღალეთ, დავიქანცეთ მგზავრობით. კოცონი რომ ჩაქრა ყველამ მიიძინა აქეთ იქეთ. აგვისტოს თბილი ღამე იყო. წამოწვა, თავქვეშ ბალიშივით ქვა ამოიდო. უყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ სვანურ ცას და მერე ხმამაღლა თქვა.- ალე დეც ლი მიშგვი. თეელდ მიშგვი…(სვ.ეს ცაა ჩემი.სულ ჩემი)ასეც იყო. ყველა სიტყვა დაადასტურა მისი სიცოცხლით…
და ისე ლამაზად აქცია სიტყვა საქმედ, სიკვდილს რომ ვერ დაუწუნებს…
გმირებს დედებიც ვერ უწუნებენ სიკვდილს <3შეხვდებოდი, მოგესამლმებოდა და აუცილებლად გაგიღიმებდა.ძალიან უყვარდა…
Gepostet von ანა ლაშხელი ონიანი am Mittwoch, 8. August 2018
Discussion about this post