ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს, დაქორწინდა. ბიზნესმენმა გუშინ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. საქოწინო წვეულებას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა. ლევან ჯიბღაშვილმა და სალი სულხანიშვილმა, რომელიც ბიზნესმენის პირველი შეყვარებული იყო, ქორწილი რესტორან “გუჯარში” გადაიხადეს.
საქორწინო ცერემონიალს წინ უძღოდა, წყვილის ახალშობილი ვაჟის მიქაელის ნათლობა. ნათლობის შემდეგ წყვილმა ხელი მოაწერა, შემდეგ კი რესტორანში გადაინაცვლა. ლევანს ქორწილში სამი მეჯვარე ჰყავდა, ერთ-ერთი მეჯვარე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძეა, რომელმაც საზოგადოებას თავი, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ნიკა მელიასთან დაპირისპირებით დაამახსოვრა. ლევანს საკუთარ ქორწილში შავი ფერის სამოსი ეცვა, ხოლო მის მეუღლეს სადა თეთრი კაბა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქორწილის გადახდა ჯიბღაშვილის სიმამრის, ფეფე სულხანიშვილის თხოვნა იყო.
წყვილმა ცოტა ხნის წინ ცერემონიაზე საქორწინო ტორტი გაჭრა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტოებს ლევან ჯიბღაშვილისა და სალომე სულხანიშვილის ქორწილიდან.
Discussion about this post