ხაშურში მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს სამსახურში ხელყუმბარა შეუგდო. ხელყუმბარა არ აფეთქდა, ამიტომ ბრალდებულმა ირაკლი დეკანოიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და 30 წლის ნათია გოგალაძე დაჭრა.
დაჭრილი ქალი მძიმე დაზიანებებით ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ წუთებში ცნობილი ხდება რომ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
მათ 2 საერთო შვილი ჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ნათია მეუღლესთან განქორწინებას ოფიციალურად დღეს აპირებდა, სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მამაკაცის გაღიზიანება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
Discussion about this post