ოთო ნემსაძე ბუნებით ლიდერი, იშვიათი მდიდარი ტემბრის და ექსპრესიის მომღერალია. შეიძლება ყველაზე უკეთესიც ვინც მანდ დგას მაგრამ ვაღიაროთ რომ სიმღერა იყო მუსიკალურად შეუკვრელი,სუსტი, მოსასმენად რთული და მძიმე და მეორეს. ეს ჩვენ ვართ ქართველები და გვსიამოვნებს ეს პატრიოტული სიმღერები… წინ იარე! ვარადა! თუ შავლეგო!….ის პუბლიკა იქ ჩასულია უშუალოდ ტვინის საღიტინოდ და გასართობად. ჟიურიც, ხალხიც მომართულია რომ ნახოს რაღაც ბრჭყვიალა, ახალი სტილი და მათ ასი წელი არ სჭირდებათ ვინმე ერის მიერ გამოტანილი მათი ტრაგიკული თუ პატრიოტული სიმღერა რაც უშუალოდ მხოლოდ ამ ერის ხალხს ფხანს გულს…მით უმეტეს,ქართულ ენაზე შესრულებული.
არ ჭირდებათ ეს შენი მუშტები,ეროვნული ელემენტები,რაღაცის მტკიცება,ვიღაც თუ რაღაც ძალისადმი “დედის ტირება”,დრამატიზმი.აბა გადახედეთ,რამდენჯერ გაუმარჯვია ევროვიზიაზე დრამატულ,ეროვნულ და ღრმა სიმღერას?ალბათ თითქმის არც ერთხელ.მით უმეტეს ყოველგვარ პატრიოტულს და ქართულ ენაზე ნამღერს…პოლიტიკურ განცხადებაში გითვლიან და რომ გაგამარჯვებინონ…შიშობენ რომ ამ გამარჯვებას მისი ქვეყნისგან სხვა სარჩული დაედება.რატომ ვერ ვისწავლეთ აქამდე ჭკუა ვერ ვხვდები.ადრეც წავიდნენ ბიჭთა კვარტეტი,მარიკო ებრალიძე…. ეროვნული ელემენტებიანი სიმღერებით და ისინიც კულტურულად გამოუშვეს..
მოდიან უშუალოდ გასართობად,ლაითი ,საცეკვაო,სახტუნაო ან რაიმე სასიამოვნო რომანტიკული სიმღერების მოსასმენად და მჯერა რომ ასეთივე სიმღერაც გაიმარჯვებს. კონკურსი გვერდით იყოს, თავად მე რომ ვიწყებ უცხოელ მეგობრებთან ან კოლეგებთან საქართველოზე,მის ტერიტორიებზე და პრობლემებზე საუბარს…. სად გადაჯდნენ არ იციან.ხელად ზოგს საპირფარეშოში უნდება,ზოგს ეჩქარება და ზოგიც ბუფეტში გარბის. არავის არ სურს შენი ეროვნული თუ პოლიტიკური პრობლემებით თავის დაგრუზვა. არავის სურს რომ შენი ნაამბობით ჩააფიქრო,ჩაახვედრო, დასკვნები აკეთებინო.რაც უფრო გააცინებს და გაუმსუბუქებს ცხოვრებას…ის თემა აინტერესებს. აბა წარმოიდგინეთ,ვიღაც პალესტინელი ან ავღანელი დაგიჯდეს და მის პოლიტიკურ პრობლემებზე დაგიწყოს საუბარი….იგივე ეფექტი გვაქვს ჩვენც მათთან….მით უმეტეს თუ ასეთი იმპულსები ევროვიზიის სცენიდან მოდის. ასე რომ,იმედია სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებთ რომ იმ კონკურსზე უფრო “ზოგი ასე უბერავს” სტილის სიმღერა წაიღოთ და ისიც ინგლისურ ენაზე!!
Discussion about this post