რაც უფრო ნაკლები მტვერია სახლში, მით უფრო ჯანმრთელები არიან მასში მცხოვრები ადამიანები. სამწუხაროდ, მტვრის დაგროვებასთან გამკლავება მარტივი არაა. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ამ პრობლემის გადასაჭრელ ორიგინალურ ხერხებს:
ქსოვილების დამარბილებელი საშუალება: ზედაპირებიდან მტვერის მოსაშორებლად შეურიეთ ქსოვილების დამარბილებელი საშუალება და წყალი 1:4 პროპორციით. ჩაასხით მიღებული მასა სპრეის ბოთლში და მოასხით ყველაფერს, მათ შორის ტელევიზორს და ლეპტოპს. ამის შემდეგ მტვერს მარტივად მოიშორებთ.
ძველი წინდები: ჩამოიცვით სუფთა ძველი წინდები ხელებზე და მათი დახმარებით ფანჯრებს სწრაფად ჩამოწმინდავთ. თუ მათ პოლის ჯოხს ჩამოაცმევთ, მაშინ ამით მარტივად გააქრობთ მტვერს საწოლის და სავარძლების ქვეშ.
დასუფთავება იწყება ჭერიდან: დაიწყეთ მტვრის გაწმენდის პროცესი ჭერიდან, რათა მტვერი სახლის უკვე დაწმენდილ ნაწილებში არ ჩამოცვივდეს.
ალკოჰოლი ნათურებისთვის: ნათურებზე ჭუჭყის მოსაშორებლად წაუსვით მათ ალკოჰოლით გაჟღენთილი ქსოვილი და კარგათ გაამშრალეთ მის ანთებამდე.
Discussion about this post