პიტნას უხსოვარი დროიდან იყენებენ მხედველობადაქვეითებული თვალების სამკურნალოდ. გამოწურეთ ფოთლები ,დაუმატეთ წვენს იმავე რაოდენობის წყალი და ნატურალური თაფლი, კარგად აურიეთ. ჩაიწვეთეთ ყოველ დილა-საღამოს ორივე თვალში ორ-ორი წვეთი.
კურსის ხანგრძლივობა ორი თვეა. კარგია მცენარეებისგან მომზადებული ჩაი: აიღეთ 1წლის ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვები 4,5 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებულ ნაყოფს 2 სუფრის კოვზი და ხახვის დაქუცმაცებული ნაფცქვენი 4- 5 სუფრის კოვზი, ჩაყარეთ ყველაფერი ეს ლიტრიან ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი რომ ჭურჭელი პირამდე არ აივსოს. მიიყვანეთ დუღილამდე შემდეგ შეფუთეთ და მთელი ღამე გააჩერეთ ,დილით გაწურეთ და სვით სურვილისამებრ 0,5 ლ-მდე დღეში, მკურნალობის კურსი 4 თვეა.
Მესამე ჯგუფის ინვალიდი გახლავართ საკმაოდ მაღალი ხარისხის მიოპია მაქვს -18.ბოლო ხანს თვალებში თითქოს რაღაც ლაქები და რგოლები მიტრიალებს, ზოგჯერ ქუჩაზე გადასვლისაც კი მეშინია ხოლმე. სუსტი მხედველობის გამო დავკარგე სამსახური.
ამის გამო სულით დავეცი სულ იმაზე ვფიქრობდი რა მელოდა, ყველას ჩემს პრობლემას შევჩიოდი, ერთმა ნაცნობმა მირჩია დამშვიდებულიყავი და რაციონი დამეტვირთა A ვიტამინის შემცველი პროდუქტებით: სტაფილო, მწვანე ხახვი, რძე, შავი მოცხარი.
Ერთ დღეს მან გადაწყვიტა ჩემთვის ნაყენი მოემზადებინა, რადგან იმ საღამოს თვალების ძლიერი წვა მქონდა, გარეთ ქარიანი ამინდი იყო და ამან კიდევ უფრო გამიღიზიანა, მან აადუღა წყალი მოამზადეთ ჩაის ნაყენი გადაწურა 1 ჭიქა ნაყენი, 1 ჩაის კოვზი ღვინო დაუმატა, კარგად აურია და თვალები ან ნაყენით გამომირეცხა, დანარჩენი კი თან გამომატანა და მასწავლა ძილის წინ თვალებზე მისი საფენები დამეწყო.
ჩაისა და ღვინის ნარევი თვალის გამორეცხვა და დასაფენები კონიუნქტივიტის დროს ბევრი იყენებს რადგან თვალის ლორწოვანი გარსის ანთების სამკურნალო საუკეთესო მეთოდი ყოფილა.
Discussion about this post