სამოსზე დასხმული მელანის ან საღებავის ლაქების მოსაშორებლად შეგიძლიათ აცეტონი და სპირტი გამოიყენოთ. ჯერ გადაწმინდეთ ლაქის არე აცეტონით, შემდეგ კი გაწმინდეთ სამოსის ზედაპირი სპირტიანი ბამბით.
ფეხსაცმელების სწრაფად გასაშრობათ გააცხელეთ მარილი ტაფაში, ჩაყარეთ წინდაში და ასე მოათავსეთ ფეხსაცმლის შიგნით. დატოვეთ ასე ცოტახანი და თუ ფეხსაცმელი მაინც სველი იქნება გარკვეული დროის შემდეგ, მაშინ ჩადევით მასში იგივე სტილით გამზადებული ახალი წინდა.
რძის უფრო მალე ასადუღებლად შეგიძლიათ მას მოდუღების დროს დაუმატოთ ცოტაოდენი შაქარი. ამით გემრიელ და ადუღებულ რძეს ძალიან მალე მიიღებთ.
Discussion about this post