ეს ულამაზესი და უსაყვარლესი გოგონა 28 წლის ნანკა ქოქიაშვილია. პროფესიით ჟურნალისტია და უამრავ სფეროში აქვს ნამუშევარი. ნანკა რადიო „არ დაიდარდოს“ წამყვანი ხუთი თვის წინ გახდა, ტაქსის მძღოლი კი – ორი თვის წინ. ორივე საქმეს ერთნაირი ხალისით და სიყვარულით აკეთებს.
ნანკა ამბობს, რომ როცა უკეთესად ცხოვრების და დამატებითი შემოსავალის გამომუშავების სურვილი არსებობს, ახალ გამოწვევებს უარი არ უნდა უთხრა. არანაირი სამუშაო არაა სათაკილო, ამბობს ახალგაზრდა გოგონა. ასეთ ენერგიულ და დაუზარელ გოგონას გასაკვირი არაა რომ უკვე ძალიან ბევრი კლიენტი დაუმეგობრდა და მისი მუდმივი კლიენტები გახდნენ…
Discussion about this post