ქართველი მსახიობი და მოდელი. ტრანსსექსუალი კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში კლუბში მომხდარ ამბავს იხსენებს . როგორც კესარია ამბობს, ის გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ უცნობმა გოგონამ ქალურობასა და ბუნებრივობაზე მას დაუწყო საუბარი. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“დილამშვიდობისა. არც მეტი არც ნაკლები ვიღვიძებ და მაგიდაზე მიდევს ეს ნივთები. უცებ მახსენდება წუხელ კლუბიდან გამოსულს ერთი გოგო გადამეყარა და არ ვიცი საიდან , როგორ. დამიწყო ქალობაზე და ბუნებრივობაზე საუბარი (რა თქმა უნდა ორი ჭიქა ვისკი მქონდა ჩარტყმული) მეც უმალვე ვსტაცე, მოვგლიჯე შინიონი თავიდან და ძუძუდან “ნასკი” და თვალიდან ლინზა, წამებში იქვე მივაყუდე და დავემშვიდობე. არანაირი იუმორი 100%-ით ნამდვილი ამბავი” – წერს კესარია აბრამიძე.
Discussion about this post