სექსუალუი მოდელი, ყოფილი მედავითნე, ასე იცნობს მას საზოგადოება. თამო ვაშალომიძე მის პირად ცხოვრების რამდენიმე ეპოზოდს იხსენებს. მოდელი ამბობს, რომ მას არ სურს ვინმეზე დამოკიდებული იყოს.
არ შემიძლია ვინმეზე დამოკიდებული ვიყო. თუ მეყოლებოდა შეყვარებული, რა თქმა უნდა, დამეხმარებოდა, მაგრამ დროებითი ურთიერთობები ფინანსური დაინტერესების მიზნით, არ არის ჩემი სტილი.
ეკლესიაში როცა ვმსახურობდი, იქ მომწონდა ერთი მგალობელი. მერე ვიღაც „კეთილის მსურველები“ ჩაერივნენ და დავშორდით ერთმანეთს. იმდენად მეტკინა მაშინ გული, ვთქვი, რომ არავის გულთან ახლოს აღარ მოვუშვებდი. ამ სიყვარულის დაკარგვამ შემცვალა. როგორც კი ჩნდება ვინმე ვინც შეიძლება მომეწონოს, შემიყვარდეს, მაშინვე ვბლოკავ. კაცი მაინც კაცია, ოდესმე მაინც გატკენს გულს.
ამ ეტაპზე არავინ მყავს. ორი წლის წინ მყავდა საქმრო, რომელსაც დავშორდი და მის მერე არავინ მყოლია. არც მე ვარ კარგი ხასიათის. ძალიან ჯიუტი ვარ, რქიანი. მართალიც რომ არ ვარ, მაინც ვახერხებ თავი ვიმართლო. ალბათ, ესეც მიშლის ხელს სასიყვარულო ურთიერთობაში“ – ამბობს თამო ვაშალომიზე ,,პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.
Discussion about this post