სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, თიკო კვალიაშვილი, საკუთარ Facebook გვერდზე, ქობულეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.
კვალიაშვილი წერს, რომ დღეს კაცი ზღვაში იმ არსების გამო დაიხრჩო, რომელსაც ამ ქვეყანაში ხშირად კლავენ და აწამებენ. “დღეს კაცი ძაღლის გამო დაიხრჩო ქვეყანაში, სადაც ყოველი დილა ერთმანეთის ზიზღით იწყება” – წერს თიკო კვალიაშვილი.
“დღეს ზღვაზე კაცი დაიხრჩო კაცი სხვის გამო.. იმ არსების გამო, რომლებსაც ამ ქვეყანაში ხშირად კლავენ, აწამებენ, ხეზე კიდებენ სამშვენისივით. დღეს კაცი ძაღლის გამო დაიხრჩო. ქვეყანაში სადაც ყოველი დილა იწყება ფიქრით რა ვჭამოთ ან უფრო კარგი, ვინ ვჭამოთ?! ქვეყანაში სადაც ყოველი დილა ერთმანეთის ზიზღით იწყება. ფართოდ დახუჭული თვალებით რომ არ გვინდა დანახვა გაჭირვების.. გამოწვდილ ხელების წამების და სიკვდილის.
დღეს ზღვაზე კაცი დაიხრჩოკაცი სხვის გამო..იმ არსების გამორომლებსაც ამ ქვეყანაშიხშირად კლავენაწამებენხეზე კიდებენ…
Gepostet von Tiko Kvaliashvili am Montag, 5. August 2019
Discussion about this post