მომღერალ გიორგი გილიგაშვილს სახლი დაეწვა. ინფორმაციას ამის შესაებ “პრაიმტაიმი” ავრცელებს. მომღერალი ამბობს, რომ ხანძრის გაჩენის დროს ის სახლში თავის უმცროს და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა.
„ძლივს გამოვასწარით ცეცხლს. დიდება უფალს, ყველა გადავრჩით“ – ამბობს მომღერალი.
„დიდება უფალს. ეს ჩვენი განსაცდელი იყო და სიხარულით და უდრტვინველად უნდა დავითმინოთ“, – განაცხადა მომღერალმა” – ამბობს გიორგი გილიგაშვილი და იმედოვნებს, რომ სახლს ისედაც ააშენებს, მთავარია მისი ოჯახის წევრები უვნებელი გადარჩნენ.
ხანძრის სავარაუდო მიზეზად მომღერალი დენის გაყვანილობაში მოკლე ჩართვას ვარაუდობს და იხსენებს, რომ ცეცხლი სახლს ელვის სისწრაფით მოედო.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ეს დღეები ის და მისი ოჯახის წევრები მეგობრებთან ცხოვრობენ.
გიორგი გილიგაშვილი ოჯახთან ერთად საბურთალოზე კერძო სახლში ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
Discussion about this post