ცნობილი მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე ამბობს, რომ ხანდახან ისე ნერვიულობს, დღეების განმავლობაში საკვებს არ იღებს. დიზაინერი ანუკი არეშიძე ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლი ხშირად გამხდარა და ხანდახან დღეები არ უჭამია ნერვიულობის გამო. გადაცემა „სთორიში“ დიზაინერმა ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონისგან უსამართლო კრიტიკის მსხვერპლი გახდა.
ანუკი არეშიძემ ინტერვიუში არ დაასახელა, თუმცა ალბათ ყველა მიხვდა, რომ ის მსახიობ ია ფარულავაზე საუბრობდა, ააკრიტიკა.
მაშინ არეშიძის რუსული დიდი ხნის მანძილზე განხილვის საგნად იქცა. ვიდეოში კარგად ჩანდა, რომ არეშიძე რუსულს ვერ ფლობდა, მაგრამ ამის მიუხედავად ჟურნალისტთან თარჯიმნის გარეშე საუბრობდა.
მაშინ ეს ვიდეო ია ფარულავამ შემდეგი სტატუსით გამოაქვეყნა: „შვილო, ქართულად ილაპარაკე, თუ რუსული არ იცი. შემრცხვა“. მოგვიანებით კი კარგი რუსულის მასწავლებელიც ურჩია და თან დააყოლა, რომ თარჯიმნის დაქირავება ნახევარი „ტუფლის“ ფულიც არ დაუჯდება.
📌 ანუკი არეშიძის "სთორი" 💫 დამიმეგობრდით/გამომყევით ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/tatisharangia7/💄 წამყვანის მაკიაჟზე და ვარცხნილობაზე იზრუნეს: ქეთი გოგიშვილმა და ნინო ბოკუჩავამ
Gepostet von სთორი/Story am Dienstag, 12. Februar 2019
წყარო: sputnik-georgia.com
Discussion about this post