მამამ შვილის ოთახთან ჩაიარა. კარი ღია იყო და მამამ შვილის საკმაოდ უჩვეულოდ მილაგებული ოთახი დაინახა. სასწავლო სემესტრის ბოლო დღეები იყო. მამა გაკვირვებული შევიდა ოთახში, 16 წლის შვილის ნივთები აღარ იყო, თითქოს მან ყველაფერი წაიღო და სადღაც წავიდა. მამას ეჭვი კიდევ უფრო გაუძლიერა ფაქტმა, რომ მაგიდაზე კონვერტი დაინახა, რომელზე ეწერა სიტყვა – მამას.
ანერვიულებულმა მამამ კონვერტიდან სასწრაფოდ ამოიღო წერილი და კითხვა დაიწყო:
„ძვირფასო მამა და დედა, იმ მიზეზით, რომ ოჯახში მორიგ სკანდალს ავრიდებოდი, იძულებული გავხდი ეს ამბავი არა პირადად, არამედ წერილით შემეტყობინებინა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი შეყვარებულის გამო, რომელიც სიოცხლეზე მეტად მიყვარს, სახლიდან მივდივარ.
მესმის, რომ ეს თქვენთვის რთულია, დარწმუნებული ვარ, რომ არც მისი უამრავი ტატუ და პირსინგი მოგეწონებათ, არც მისი ჩაცმულობა და მითუმეტეს ის, რომ ჩემზე თითქმის 10 წლით უფროსია, მაგრამ იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარს. მითუმეტეს უნდა იცოდეთ, რომ ეს გოგო ჩემგან შვილს ელოდება.
გოგოს ლანკა ქვია, ზუსტად ვიცი ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ქალაქ გარეთ, ტყის პირას ვიცხოვრებთ, მისაბმელიან მანქანაში. ნუ ინერვიულებთ, შეშის საკმაო მარაგი გვაქვს და ზამთარში თბილად ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ ბევრი შვილი გვყავდეს.
ასევე იცოდეთ ლანკამ დამარწმინა იმაში, რომ მარიხუანა არც ისე საზიანოა და მის მოშენებას ვგეგმავთ, შეიძლება ცოტ-ცოტა გავყიდოთ კიდეც. თანხით, რომელსაც მარიხუანას გაყიდვით მოვაგროვებთ, კოკაინს ვიყიდით.
ლანკამ ისიც იცის, რომ კოკაინიც არ არის ცუდი ჯანმრთელობისთვის. თან ყოველდღიურად ვილოცებთ, რათა მეცნიერებმა შიდსის წამლის გამოგონება შეძლოს და ლანკა განიკურნოს. ლანკა ნამდვილად იმსახურებს ამას.
და ბოლოს, გთხოვთ ჩემზე ნუ ინერვიულებთ. მე უკვე 16 წლის ვარ და საკუთარ თავზე ზრუნვა შემიძლია. ალბათ მალე გესტუმრებით, რათა თქვენი შვილიშვილები გაგეცნოთ.
P.S. მამა, დამშვიდდი, ეს ამბავი მე მოვიგონე. ალექსანდრასთან ვარ არ ინერვიულოთ. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ იმაზე უარესი რამეებიც შეიძლება არსებობდეს, ვიდრე სკოლაში მიღებული ცუდი ნიშნები. ხო აქვე გეტყვით, რომ დღიური სამზარეულოშია. დამირეკეთ, როცა ბრაზი გაგივლით და ოჯახში მოსვლის უფლებას დამრჩავთ. ძალიან მიყვარხართ.
Discussion about this post