გეზრულში ვართ, მთაში. რამდენიმე კაცი ცხოვრობს სულ აქ. ბებოს სახლს ვუკეთებთ. გუშინ დაღამდა, მაგრად ცივა. ჯექსონა და სიზმარა კედლის პროფილებს აყენებენ, სიკო და ვანჩიკა ბეტონს ურევენ, ლომაკო შეშას ალაგებს, მე სუპი გავუკეთე ბებოს და ვაჭმევ.
ტირის ბებო მაგრად, ძმა მენატრებაო ამბობს, ერთი კვირაა ექიმთან წაიყვანეს და ამბავიც არ ვიციო, ოთხმოცი წლისაა, ჩემზე ცუდად იყო, იქნებ ცოცხალი აღარ არის და მე საჭმელი როგორ ვჭამოვო. ვაწყნარებ, ვეუბნები, ცოცხალია და კარგად არის, მალე მოვათქო მაგრამ ტირის და ლუკმას არ ჭამს :/ ვეუბნები ჭამე ბებო და ცოტა დაიძინე, ხო იცი არ მიგატოვებს, არც არსად წავა და არც მოკვდება, იცის რომ ელოდებითქო.
დედას გეფიცებით ისეთი ხმით ინატრა – ღმერთო ჩემი ძმა მომიყვანე ცოცხალიო, ღმერთის ნაცვლად შემრცხვა ცოტა ხანს
კოვზი დავდე და ლამის ვიტიროთ ყველამ.
რა გგონიათ? – იმწამსვე კარი ჩხაკუნით გაიღო და წელში მოხრილი ბებოს ძმა შემოვიდა თვალცრემლიანი
ხელში ერთი ცალი ბურბუშელა ეჭირა, ჩემს დას უყვარსო ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ამათზე მეტი ჩვენ ვიბღავლეთ ლამის ორივე ისხდნენ და ჩემს გაკეთებულ ქათმის ბულიონს ჭამდნენღმერთის მოხდენილ სასწაულს აღნიშნავდნენ გულით ინატრეთ და აგიხდებათ, აუცილებლად აგიხდებათ
გეზრულში ვართ, მთაში. რამდენიმე კაცი ცხოვრობს სულ აქ. ბებოს სახლს ვუკეთებთ. გუშინ დაღამდა, მაგრად ცივა. ჯექსონა და…
Gepostet von Akaa Sinjikashvily am Dienstag, 19. November 2019
Discussion about this post