საქმეზე, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხება, გამოძიება შორენა ბეგაშვილსაც გამოკითხავს. ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი აცხადებს.
არსებული ინფორმაციით, საქმეში დევს მსახიობის განცხადება, სადაც ბეგაშვილი ბაგრატიონს ცემაში ადანაშაულებს.
აღნიშნულ საკითხზე დღეს ადვოკატმა ლევან გორელაშვილმაც ისაუბრა.
“შორენა ბეგაშვილთან მიმართებაში მე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში არის გავრცელებული ისევ თავად შორენა ბეგაშვილის მიერ. მისი დაკითხვა გამორიცხული არ არის. ლოგიკურია, რომ შეიძლება საგამოძიებო ორგანოებს აინტერესებდეს იმ ადამიანისთვის ცნობილი სხვა ინფორმაციაც, რომელიც იგივე ძალადობაში სდებდა თავის დროზე ბრალს დავით მუხრანელს,“ – განაცხადა ლევან გორელაშვილმა.
Discussion about this post