გუშინ ტრასაზე ვიყავი რაღაც შემთხვევის გამო მარტო აღმოვჩნდი… კაპიკიანი არ მედო ჯიბეში და მანქანამ გამიჩერა… ჩავჯექი მანქანაში და ვუთხარი რომ ფული არ მაქვს საერთოდ…
მანქანა რამდენიმე კილომეტრის შემდეგ მინდორში გადააყენა, გააჩერა და საბარგულიდან ზეწარი ამოიღო… მითხრა გადმოდიო და უკანა სკამზე ზეწრის გაშლა დაიწყო…
უცბათ ელდა მეცა და ყვირილი დავიწყე: “რას კადრულობთ ქმარი და 2 შვილი მყავს მეთქი…”
უცბათ ისიც მეუბნება, მეც ოჯახის კაცი ვარ, ცოლ-შვილი მყავს, და კიდევ 40 კურდღელი, ხოდა მიდი ახლა დაკრიფე ბალახი კურდღლები უნდა გამოვკვებოო…”
უცბათ გავწითლდი და ძალიან შემრცხვა… მერჩივნა იქვე მიწა გამსკდომოდა…
Discussion about this post