კორონავირუსის საფრთხის გამო არსებულ სტრესს ქართველები იუმორით ებრძვიან. სოციალურ ქსელებში უამრავი სახალისო პოსტი თუ ანეკდოტი ვრცელდება. გთავაზობთ მოქალაქე ქეთი ტიკანაძის მიერ გურიაში გაგონილ ტოპ 10 ფრაზას კორონავირუსის შესახებ.
1. “დეეტიეთ სახლში, რა დაგრჩენლარიენ გარეთ.”
2. “ომი და ბომბი ვეფერს გვიშობა და მგონი ჟღვინტი გვწყვიტავს.”
3. “თაგვის წელიაო და კი შეგვყარეს ძამა სოროებში.”
4. “სახლში იმდენი პროდუქტით მუეი, მაცივარი სიხარულისგან ეზოში დამხთა.”
5. “ფაროსანა რო მოგენატრება კაცს, აია ცხოვრება?”
6. “შენ გნახე მოკორონებული, სა მიხვალ არ მეეთრიე სახლში.”
7. “ჩემი მეზობელი იმფერ პაწა ოთახშია ამ რაცხა თვითიზოლაციაში, ნოკაუტში რომ ჩავარდეს ფეხზე მდგარი გედეიტანს.”
8. “ადრე, რომ მეკუებოდა ვახველებდი და ისე ვაპრავებდი და ახლა პირიქით ვშობი.”
9. “რომ იძახიენ გვიჭირს გვიჭირსო, რაც ტვალეტის ქაღალდი იყო ყველა გაზიდეს სახლში. ძამა თუ გიჭირს, საჭმელი არ გაქ და სული გძრება, აი რიკოთიდან სარფამდე ტვალეტის ქაღალდი რათ გინდა, რაში უნდა გემეიყენო.”
10. “ერთი კვირა ზალაში წოლას ორი კვირა ზალაში იჯდე არ ჯობია? დეეტიეთ სახლში”
Discussion about this post