ცოტა ხნის წინ „გორმედის” სტაციონარში მოთავსებული 52 წლის კაცი კლინიკის შენობის სახურავზე ავიდა და იქიდან სეისმომედეგობის კონსტრუქციის სივრცეში ჩავარდა.
პაციენტის ამოყვანა სამაშველო სამსახურმა შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით მოახერხა.
როგორც მან თქვა, სახურავიდან დედა ეძახდა და მის სანახავად ავიდა.
კაცი მრავლობით დაზიანებებით კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ქალა ტვინის მძიმე ღია ტრავმები აღენიშნებოდა, ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
რეზონანსი
Discussion about this post