ზამთრის სამდღიანი უმარტივცესი დიეტის საშუალებით ბევრმა ადამიანმა შეძლო ზედმეტი კილოგრამების დაკლება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
გარდა ამისა აღნიშნული დიეტა თკბილის ჭამის სურვილსაც აქრობს.
დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ დალიეთ გრეიპფრუტის, მოცვის ან ფორთოხლის წვენები. წვენს დაუმატეთ დაჭრილი რეჰანი ან პიტნა.
ხილის წვენი ჩაასხით წყლიან მინის დოქში, დაამატეთ დაჭრილი პიტნა ან რეჰანი და სვით დღის განმავლობაში. ეს სასმელი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც ორგანიზმს შაქრის გამო დაგროვილი ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. ისინი შეიცავენ ბუნებრივ შაქარს, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. აუცილებლად დალიეთ მწვანე, უშაქრო ჩაი, რადგან, მისი შარდმდენი მოქმედება წვავს ცხიმს და აბრკოლებს წყლის შეკავებას. უშაქრო ყავა კი დღეში ერთ ჭიქაზე მეტი არ მიიღოთ.
პირველი დღე
საუზმე: 1 ულუფა შვრია, 5 ცალი შავი ქლიავის ჩირი და 5 ცალი ნუში.
სადილი: მოხარშული ქათმის ფილე, ბოსტნეულთან ერთად (ყაბაყი, სტაფილო, ჭარხალი, თალგამი) და 5 ცალი ნუში.
ვახშამი: 1 ნაჭერი შემწვარი თევზი, ზეთში მოშუშულ ბროკოლთან ერთად.
მეორე დღე
საუზმე: 1 ულუფა შვრია, 1 ცალი ბანანი, 5 ცალი ნუში.
სადილი: ორთქლზე მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო, გახეხილ სტაფილოსთან და წითელ და ყვითელ ბულგარულ წიწაკასთან ერთად, ლიმონის წვენით, ცოტა მარილითა და დაჭრილი ოხრახუშით.
ვახშამი: პარკოსნების სუპი, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.
მესამე დღე
საუზმე: 1 ულუფა შვრია, 5 ცალი ნიგოზი და ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენი.
სადილი: 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე, როზმარინით, ლიმონის წვენითა და სალბით, 8-10 ცალი ზეთისხილი.
ვახშამი: სოკოს ბულიონი ნივრით, ხახვით, სტაფილოთი, ნიახურით, ბეგქონდარათი და დაფნის ფოთლით ან ყავისფერი ბრინჯის სუპი სოკოთი, რეჰანითა და ტომატით.
Discussion about this post