რეიტინგის ინფორმაციით დახლოებით ერთი თვის წინ, ჟურნალისტისა და ტელეწმაყვანის გიორგი გაბუნიას ძმა, დათა გაბუნია დაქორწინდა. დათა გაბუნიას მეუღლე ჟურნალისტი ნია ტყეშელაშვილია.
ისევე როგორც გიორგი, დათაც და ნიაც „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები არიან. ნია ჟურნალისტია, ხოლო დათა ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობს. დათა გაბუნიას და ნია ტყეშელაშვილის სიყვარულის ისტორია 6 წელს ითვლის, ერთმანეთი წყვილმა „რუსთავი 2“-ში გაიცნო, მაშინ ნია 20-ის, დათა კი 31 წლის იყო.
დათას და ნიას ხელისმოწერის აღსანიშნავი ფოტოები, სოციალურ ქსელში, გიორგი გაბუნიამ გამოაქვეყნა. „როგორც იქნა“, – დაწერა გიორგიმ ფოტოების გამოქვეყნებისას. როგორც ნია ტყეშელაშვილმა და დათა გაბუნიამ ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში აღნიშნეს, ისინი ქორწილის გადახდას არ აპირებდნენ და სურდათ, მათი დაქორწინება ხმაურის გარეშე მომხდარიყო, რაც ასე მოხდა კიდეც.
Discussion about this post