საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირია – 23 წლის ჯარისკაცი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა წამებით მოკლეს და რომელიც გმირულად შეეწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძეს აიძულებდნენ სამშობლო გაეყიდა, მაგრამ ის არ გატყდა…
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალი ანწუხელიძე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო მან ანწუხელიძის ქვრივს, მაკა ჩიკვილაძეს გადასცა.
2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
Discussion about this post