სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი სონია გოკაძე გერმანიაში. ქალაქ შტუტგარტში ერთ-ერთ ღამის კლუბში, შემთხვევით გაცნობილ ადამიანთან ისტორიას იხსენებს და წერს, რომ ახალგაზრდა გერმანელს ხელზე ტატუ ქართული წარწერით -„ტიფლისი“ აქვს გაკეთებული. ამასთან, როგორც ფოტოში ჩანს, მას ქართული ღამის კლუბების ლოგოებიც აქვს დახატული.
“გერმანიაში, კერძოდ შტუტგარტში ერთ-ერთ ღამის კლუბში, შემთხვევით გაცნობილ ადამიანს რომ ვუთხარი ქართველი ვარ თქო შოკში ჩამაგდო ეს ტატუ რომ მანახა სამი წელია გერმანიაში ვარ და რამ უნდა გადამაწყვეტინოს შტუტგარტის ხელზე დაშტამპვა არ ვიცი და ჰა, ადამიანმა თბილისი ასე ძაან შეიყვარა”.
Discussion about this post