სოციალურ ქსელში ქართველი თოვლის ბაბუა ზესტაფონელ დედა-შვილზე წერს.
“ზესტაფონელი დედა-შვილი მსტუმრობდა მთაწმინდაზე. შვილი 12 წლის ბიჭი, მამენტ ჯერა სანტის, მამენტ არც. დედა 50 წლამდე გაუჩერებლად მოლაპარაკე ქალი. იწონის 120 კილოდან ზემოთ. ხალხი ოსტატური მუჯლუგუნებით მიმოფანტა, მომიახლოვდა და მეკითხება:
-სურათი რაფერაა აქანა?
-კარგად 🙂 უფასოა. – ვპასუხობ.
-მიდი აპა დედიკონა, მიდი თოვლის ბაბუასთან.
ბავშვი მორიდებულია, უხერხულობს.
-მოდი ბაბუ, მოდი, მოდი მეგობარო. – ვეხმატკბილები ბავშვს. მოდის. ხალხია. აურზაური. მზე თვალს ჭრის, პირდაპირ სანტის სავარძელზე აქვს დამიზნებული სხივები.
-გეიღიმე დედი, გეიღიმე, ვითომ ბედნიერი ხარ! (რატომ უნდა იყოს 12 წლის ბავშვი “ვითომ ბედნიერი”?!) – უფრო აძალებს, ვიდრე ურჩევს დედა. ბავშვი სახეს ძლივს ალაგებს, ხელით იჩრდილავს. ათ წუთიანი საუბრის შემდეგ, ხელი ძლივას ააგლიჯა შუბლიდან “ბაღანეს”. ხალხს უკმაყოფილება დაეტყო, აშრიალდა. მე დავიღალე. ცოტას ვბრაზობ კიდეც, არ ვიმჩნევ.
-აბა გეიღიმე დედი და წევედით! ბავშვმა გაიღიმა.
– ახლა შენ გეიღიმე თოვლის ბაბუა! – გადმომწვდა მე.
– ქალბატონო, შაჰის ცოლივით თვალები მიჩანს მარტო და ამაზეც სათვალე მიკეთია, რას ამჩნევთ ვიღიმები თუ რას ვშვები ამ გასახრჩობ პარიკში?! – ვერ დავიმაგრე გაბრაზებულმა. ცოტა ენაც დამება. არ ვიცი პარიკის გაგონებაზე თუ არ ვიცი ლიყიანი სანტის შემხედვარემ, ამ ბავშმა ტირილი მორთო, კალთიდან გამისხლტა. ხალხიც შფოთავს. უკვე 15 წუთია მომსწრეა ამ სურათის და თავის რიგს ელოდება.
-არა ბაბუ, არა… – ვეხმატკბილები ბავშვს. ვცდილობ შემოვირიგო.
-დათიკონა, ნახე რა კაი თოვლის ბაბუაა! – მიმართავს ბავშვს და ჩემს სიკარგეში დასარწმუნებლად 120 კილოიანი ქალი კალთაში მიხტება. პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარ თავზე ვიგრძენი მიჯირყვნა რასაც ნიშნავს და კიდევ რაღაც ვიგრძენი, რის შემდეგაც საკუთარ ფეხებს ვეღარ ვგრძნობ.
ხალხს ღიმილის ტალღამ გადაუარა, რამოდენიმემ გაიცინა კიდეც. ბავშვი გაოგნდა.
-გავიჭყლიტე! – აღმომხდა სასოწარკვეთილს.
-კაი ახლა, ამფერი ტკვაცა ქალი თუ ჩეგეხუტე, მადლობა მითხარი! – მომიბოდიშასავით ქალმა და დამეხსნა.
-კარუსელაზე გავატარებ და მოვალთ კიდო! – დამაიმედებლად დამიბარა:D 😀 😀
-შემდეგი! – ვთქვი ბედს შეგუებულმა.
– სანტა კლაუსი სადაა, ხომ არ იცით? – მეკითხება შემდეგი.
-ეგაა. – ხალხიდან მიეშველა ვიღაც”
Discussion about this post