“სინამდვილეში ეს იყო თავად რუსთავი 2″-ისთვის სილის გაწნა, თორემ ქართველებს არავისი არ ეშინია, უბრალოდ არსებობს ნორმები, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ” – ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე “რუსთავი 2”- ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემაში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.
“ეს ახალგაზრდა, არც უნდა დისაჯოს და არც ბოდიში არ უნდა მოიხადოს, რადგან ბოდიში უნდა მოიხადოს ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანმა. ხომ გაგიგია – გიჟი თავისუფალიაო, ამიტომაც არ ვარ გაბრაზებული, რადგან ავადმყოფს დასჯა კი არა, წამლობა უნდა. რაც მოვისმინე, მართლაც საზიზრობა იყო და ამას ისმენს მთელი ქვეყანა, ასეთი აგრესია და ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაც ბოლო ხანებში გვესმის, ჯანსაღი ერის შთაბეჭდილებას არ დატოვებს, ალბათ, უმეტესობა, ჩემი ჩათვლით, ფისქიატრს უნდა გავესინჯოთ.
“რა შეეხება იმ განცხადებებს, რომ ქართველებს შეეშინდათ და იმიტომ დაგმეს ეს ამბავიო, ჩემო კარგო ხალხო, არავის არავისი არ ეშინია, მაგრამ არსებობს ნორმები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, ეს თავად რუსათვი 2”-ისთვის იყო სილის გაწნა, მისი ეთერიდან ასეთი უმსგავსობა რომ ისმის. ამას გულწრფელად ვამბობ, რადგან ყველამ იცის, რომ არც “ოცნებას” ვუჭერ მხარს და არც ნაციონალებს,” საერთოდ არცერთ პარტიას პატივს აღარ ვცემ”- განაცხადა “რეზონანსთან” გივი სიხარულიძემ.”
Discussion about this post