ხუჭუჭა გოგონები განსაკუთრებით ოცნებობენ სწორ თმებზე. თმის გასწორების პროცესი მათთვის უფრო რთულია, სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობების ხშირად გამოყენება კი თმას აზიანებს.
აირჩიეთ სწორი სავარცხელი
მრგვალი სავარცხლის ნაცვლად, რომელიც თმას ტალღოვანს ხდის, თხელი არჩიეთ.
დაბანის შემდეგ, გაიშრეთ ბუნებრივად და ყოველ 5 წუთში დაივარცხნეთ.
თმის შეკვრა მის გასწორებაში დაგეხმარებათ.
თუ გრძელი თმა გაქვთ, შეიკარით ის რამდენიმე რეზინით 5-5 სმ-ის მოშორებით.
გამოიყენეთ ვაშლის ძმარი
აურიეთ 2 ს.კ. ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალთან და ჩაასხით სპრეის ბოთლში. დაისხით თმის მთელ სიგრძეზე. დაიტოვეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ თბილი წყალი გადაივლეთ.
შეგიძლიათ მრავალჯერადი გამოყენებისთვის წინასწარ აურიოთ ნახევარი ჭიქა ძმარი 1.5 ლიტრა წყალში.
Discussion about this post