ცნობილმა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას, რომელიც 20 ივნისს, პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და ამ მოვლენით გამოწვეულ პროცესებს აპროსტესტებს, საკუთარი ხმა მიაწვდინა და მხარდაჭერა გამოუცხადა. მომღერალმა, რომელიც დიდი ხანია, რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს და ყველგან და ყოველთვის ამბობს, რომ პუტინის რეჟიმი ოკუპანტია, დარწმუნებულია, რომ შემსრულებელზე მეტად ბრძანების გამცემია დამნაშავე, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებული სპეცრაზმი დაუპირისპირა.
„რაც ჩაიდინეს და ისინი რომ შეიყვანეს და რომ ჩამოიყვანეს ეს გავრილოვი, ვიცი, რაც არის, ეს არის პირველი ნაბიჯი, იქ რაღაც სერიოზული გეგმა აქვთ მაგათ. ეს, რა თქმა უნდა, გათვლილი ავანტიურა იყო რუსეთის მიერ, აქედან მხარდაჭერილი, ასე მგონია მე, იმიტომ, რომ ისე არ მოხდებოდა მათი შემოყვანა,“ – ამბობს ბუბა კიკაბიძე.
ბუბა კიკაბიძე ახალგაზრდების ბრძოლას მხარს ღიად უჭერს
ბუბა კიკაბიძე ახალგაზრდების ბრძოლას მხარს ღიად უჭერს, ბუბა კიკაბიძის ემოციური განცხადება იხილეთ ბმულზე: http://rustavi2.ge/ka/news/137255
Gepostet von Rustavi 2 am Dienstag, 25. Juni 2019
Discussion about this post