როგორც წესი, ბრინჯვის მოხარშვის შემდეგ დარჩენილ წყალს ვასხავთ. იაპონიასა და ჩინეთში, ხალხი ამ წყალს არ ასხამს, რადგან მას იყენებენ სილამაზის შესანარჩულებლად.
უძველესი დროიდან აზიელი ქალები იყენებდნენ ბრინჯის წყალს სარეცხისა და აბაზანებისათვის. მიზეზი იყო იმაში, რომ ეს წყალი შეიცავდა ბევრ მინერალებსა და ვიტამინებს. ჩვენი სტატიიდან გაეცნობით ამ წყლის ჯადოსნურ თვისებებს.
ბრინჯიანი წყლის სარგებელი სილამაზისათვის
ბრინჯიანი წყალი ეფექტური დამხმარეა ჯანმრთელი კანის შენარჩუნებისათვის. პირველ რიგში ეს ძალიან იაფი მეთოდია და მეორეც სასარგებლო. გამოიყენეთ ეს წყალი დილას და საღამოს და თქვენ ნახავთ უჩვეულო შედეგს.
- სუფთა ფორები, აკნე ქრება;
- ფართო ფორები პატარავდება;
- კანი ხდება თეთრი, აბრეშუმივით;
- მცირე ნაოჭები ქრება;
- როგორ გამოვიყენოთ ეს საშუალება? ამისათვის უნდა დაამზადოთ ბრინჯის სკრაბი.
- ვამზადებთ სკრაბს
აიღეთ ჩვეულებრივი ჭიქით ბრინჯი და დაფარეთ წყლით. 60 წუთი გააჩერეთ. წყალი ამ დროს ხდება სამკურანლო. როდესაც ბრინჯი წყლით გაიჟღენთება, მოურიეთ და გაფილტრეთ. შემდეგ შედეთ მაცივარში მაქსიმუმ 5 წუთით.
ამ ტონიკის გამოყენების რამოდენიმე გზა არსებობს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემულ მასაში ამოვლებული მაკიაჟის ბამბა და გაიწმინდოთ კანი. ორიოდე წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. ორიოდე კვირის შემდეგ თქვენ ნახავთ თუ როგორი გლუვი, სუფთა და ნათელი ხდება თქვენი კანი.
მსუბუქი ბრინჯის სკრაბი
როდესაც ბრინჯს მოხარშავთ, შეინახეთ მისი წყალი. დაამატეთ მცენარეული ზეთი 1 ჩაის კოვზი და ორიოდე წვეთი ლიმონის წვენი. მოცემული მასა შეიზილეთ სახეზე, ხელებზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ კონკრეტული ადგილი. ეს მეთოდი დაგეხმარებათ გამონაყრისა და აკნეს წინააღმდეგ.
ლამაზი ფიგურა ბრინჯიანი წყლის დახმარებით
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბრინჯი მხოლოდ კანის პრობლემებზე მუშაობს, ცდებით. ჭარბ წონიანი ქალები თავს იტანჯავენ დიეტებით, შიმშილით და ასე შემდეგ, მაშინ როცა აზიელი ქალები გასახდომად ბრინჯიან წყალს მიმართავენ.
რაში მდგომარეობს ბრინჯის წყლის საიდუმლო?
იგი დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს. სახამებელი შლის მავნე ნივთიერებებს ორგანიზმში და გამოაქვს ტოქსინები. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ცხიმის დაშლას.
ჯანმრთელი თმა ბრინჯინია წყლის დახმარებით
აზიელი ქალბატონები ხშირად იყენებენ ბრინჯიან წყალს თმებისთვის, სწორედ ამიტომ 60 წელს გადაცილებულ აზიელ ქალებს არა აქვთ თეთრი თმა. თმის ჯანმრთელობისათვისა და სიძლიერისათვის ისინი თავს ბრინჯიანი წყლით იბანენ. უბრალოდ დაასხით ბრინჯის წყალი მინის ჭურჭელში და გააჩერეთ ორიოდე დღე. შემდეგ წაისვით თმებზე და გაიჩერეთ ცოტა ხანი. ეს პროცედურა შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში ორი დღე.
ბრინჯის წყალი სხეულის გასაწმენდად
რა დროს უნდა მიიღოთ ბრინჯიანი წყალი?
- შაკიკი;
- ნერვიულობა; დაღლილობა;
- ძილის პრობლემები;
- აკნე;
- სახსრების ტკივილი.
ორგანიზმის გაწმენდის მიზნით, თქვენ დაგჭირდებათ ოთხი შუშის კონტეინერი. განათავსეთ ორი სუფრის კოვზი ბრინჯი ერთ კონტეინერში, დაამატეთ ნახევარი ჭიქა უბრალო წყალი და გააჩერეთ ოთხი დღე, შემდეგ კი მიირთვით.
ბრინჯი დიარეის საწინააღმდეგოდ
დიარეის საწინააღმდეგოდ ას გრამ ბრიჯნს დაასხით 250 გრამი წყალი, მოურით და მოხარშეთ 5 წუთი. მოხარშვის შემდეგ, როცა გაცივდება მიირთვით და განთავისუფლდებით დიარეისგან.
Discussion about this post