ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის მოპზარდის მამა, გიორგი გვარჯალაძე ლენოსთან ურთიერთობაზე საუბრობს. ცნობილი მუსიკოსი ამბობს, რომ ლენოსთან მისი ურთიერთობა იყო ფერადი და მასთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა გარდატეხის ასაკი მძიმე და რთული აღმოჩნდა.
“ჩვენი ურთიერთობა იყო ძალიან ფერადი, რაღაც ასაკამდე ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. როცა მე და ჩემი გოგოები ერთად ვიყავით მაშინ ვგრძნობდი ყველაზე დიდ სიმდიდრეს. სანამ გარდატეხის პერიოდი არ მოვიდა სიყვარულით სავსე ურიერთობა გჰვქონდა. ძალიან რთული და განსხვავებული იყო ამ პეიოდში. ღამე გარეთ გასვლაზე ვერ შევთანხმდით. ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები. მეგონა, რომ ვერ იზამდა. ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ და მე წამოვედი სტუდიაში. სახლიდან გამოსვლის წინ უნდა ჩავეხუტო ყველა ოჯახის წევრს. ჩავეხუტე ნინის, ლულუს, ლენოს ხომ ვეჩხუბე. ისე მინდოდა ჩახუტება და თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვერ მოვითმინე და მეორედაც ჩავეხუტე ნინის” – ამბობს მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე.
Discussion about this post