TikTok-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მან ძაღლი აუზში დახრჩობას გადაარჩინა, თუმცა ქების ნაცვლად კრიტიკული კომენტარები მიიღო.
ვიდეოში, რომელმაც უკვე 10 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, გოგო აუზთან ცეკვავდა, როდესაც ერთ-ერთი ძაღლი წყალში ჩავარდა. გოგომ ძაღლი დახრჩობას გადაარჩინა, თუმცა ჯერ ფეხსაცმელი გაიხადა და შეამოწმა, ედო თუ არა შარვლის ჯიბეში მობილური ტელეფონი.
კომენტატორებმა ვიდეობლოგერი გაკიცხეს იმის გამო, რომ მან ჯერ ფეხსაცმელსა და ტელეფონზე იზრუნა, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც დაწერეს, რომ სტრესულ სიტუაციაში ყველა განსხვავებულად მოქმედებს.
Discussion about this post