ცოტახნის წინ ბათუმში პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მკლავჭიდის ნაკრების წევრი 29 წლის ოთარ თავართქილაძეა. ჩვენი ბლოგი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს ახალგაზრდას.
„შემოყვანილია 29 წლის კაცი, რომელსაც ორი ჭრილობა აღენიშნება კისრისა და წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა, თუმცა კისრის არეში ჭრილობა ღრმაა. დაზიანებული იყო მცირე ვენა დაზიანებული იყო ხორხის ზედაპირი. მას ჩაუტარდა ოპერაცია.
პაციენტი ხელოვნური სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმე მაგრამ სტაბილურია,“- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრილ პატრულს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ადგილზე დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.
Discussion about this post